ჩვენს შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”პრემიერი” დაარსდა 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადსხვა დასახელების და ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ძირითადი მომწოდებლები და მიმართულებები:

  • იტალიური ბრენდის ”Chicco” (”კიკო”-ს) სასაქონლო ნიშნით წარმოებული ჩვილ ბავშვთა მოვლის საგნები, კოსმეტიკური საშუალებები, სათამაშოები, ეტლები და ა.შ. ასევე 0-დან 8-წლამდე ასაკის ბავშვისათვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი..
  • მომწოდებელი-Artsana Group S.p.A.-იტალია.
  •  გერმანული წიგნის გამომცემლობათა ”Taschen” (”თაშენის”) და “h.f Ullmann” (”ულმანის”) წიგნებისა და ალბომის იმპორტი და რეალიზაცია.
  • მომწოდებლები-“Taschen GmbH”, და ”f.h. Ullmann from Tandem Verlag”-გერმანია.
  • სხვადასხვა საბავშვო საკანცელარიო ნაწარმი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, აკვარელის საღებავები, რვეულები, საშლელები, პლასტელინი, საძერწი მასა, ჩანთები, პენლები, ზურგჩანთები და ა.შ.
  • მომწოდებლები - “Cartiere Paolo Pigna S.p.A.”, “F.I.L.A. - Fabbrica Italiana Lapis ed Affini S.p.A. “ - იტალია, ”Lyra Biestift Fabrik GmbH & Co.KG” - გერმანია, ”Marco Dachs S.A.“ - ესპანეთი.
  • სამხატვრო მასალები - მთელი სპექტრი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მხატვრებისათვის, ასევე დამწყებთათვის.
  • მომწოდებლები - “Royal Tallens” ნიდერლანდები, ”Artist Paints Plant Nevskaya Palitra”, “Gamma JSC”-რუსეთი, “Cartiere Miliani Fabriano S.p.A”-იტალია, ”Shanghai Siic Marie Painting Materials Co.LTD.”- ჩინეთი..
  • სანთლები-დამზადებული მაღალი ხარისხის პარაფინისაგან და სტეარნისგან.
  • მომწოდებელი-”Bolsius international B.V.” ნიდერლანდები.
  • საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები და ნაძვის ხეები.
  • მომწოდებელი - ”Krebs & Sohn Vertrebs GmbH & Co. KG.”-ავსტრია ”New Company Ltd.”-ჩინეთი.
  1. კომპანიამ 1999 წელს გახსნა მაღაზია სავაჭრო სახლ „კიდობანში“, მისამართზე გ. ცაბაძის 8, საიდანაც ხდებოდა სამხატვრო მასალებისა და საკანცელარიო მასალების რეალიზაციას. ეს იყო კომპანიის პირველი მაღაზია, რომელიც აღმოჩდა წარმატებული.
  2. 2001 წელს სავაჭრო სახლ „პასაჟში“, მისამართზე გ.ცაბაძის 19 გაიხსნა რიგით მე-2-ე მაღაზია. აქ უკვე სამხატვრო მასალების გარდა წარმოდგენილი იქნა „Chicco“-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტი.
    2010 წლის 1 აპრილიდან იცვლება მაღაზიის ადგილმდებარეობა და და პროფილი, კერძოდ მაღაზია გადადის მისამართზე, რუსთაველის გამზ. 46, სადაც წარმოდგენილი იქნება სამხატვრო მასალების მთლიანი ასორტიმენტი და წიგნები, მაღაზიის ეწოდა ”არტ დიზაინი”(“Art Design”), გამომდინარე სარეალიზაციო ნაწარმის ასორტიმენტიდან.
  3. 2004 წელს, საქართველოს სავაჭრო ცენტრში „GTC“ მისამართზე ვეკუას N3 გაიხსნა რიგით მე–3 მაღაზია, რომლიდანაც ხდება „Chicco“-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტის და სამხატვრო მასალების რეალიზაცია.
  4. 2007 წელს სუპერმარკეტ „გუდვილში“, ფარნავაზ მეფის გამზ. № 1 გაიხსნა, 70 კვ ² ფართის მაღაზია სადაც „Chicco“-ს პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს სთავაზობენ ასევე 0–დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტს.
  5. 2009 წელს გაიხსნა „Chicco“-ს მაღაზია, მისამართზე, ჭავჭავაძის პრ. 50, სადაც წარმოდგენილია „კიკო“–ს მთლიანი 0–დან 8–წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტის ჩათვლით.

„პრემიერი“ აქტიურად თანამშრომლობს სააფთიაქო ქსელებთან „PSP აფთიაქი” „ავერსი“, „სახალხო აფთიაქი“, ასევე სხვა სააფთიაქო ქსელებთან. „პრემიერს“ მინიჭებული აქვს „Chicco“-ს ექსკლუზიური და ავტორიზებული დისტრიბუტორის წოდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, რაზედაც მიანიშნებს ჩანაწერი „Chicco“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ჩამონათვალში.

ასევე „პრემიერი“ არის გერმანული გამომცემლობა „თაშენის“ (Taschen GmbH) ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში და ჰოლანდიური კომპანია ”როიალ ტალენსის” (Royal Talens) წარმომადგენელი საქართველოში.